დაამატე მანქანა

წესები და პირობები

  1. ტერმინთა განმარტება
    1. ჩვენ, საიტი, კომპანია - შპს ვომბატი; საიდენტიფიკაციო კოდი: 405763035
    2. მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ჩვენი სერვისებით, კერძოდ აქირავებს ან ქირაობს ავტომობილს.
    3. პროფილი - ნიშნავს მომხმარებლის მიერ საიტზე რეგისტრირებულ ანგარიშს.
    4. განცხადება - დარეგისტრირებული მომხმარებელის მიერ საიტზე განთავსებული გასაქირავებელი ავტომობილი.
    5. მხარეები - ჩვენ და მომხმარებლები.
  2. ხელშეკრულების ძირითადი პირობები
    1. საიტი არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი ან თანამონაწილე. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს ავტომობილების გაქირავებაში/ქირაობაში.
    2. ჩვენ ვუზრუნველყოფთ განცხადებების განთავსებას შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება სასურველი ავტომობილის მოძიებაში.
    3. ჩვენ არ გვეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი ავტომობილი და არ ვფლობთ არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.
    4. განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება ჩვენს მიერ.
    5. საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება ავტომობილის გაქირავებას და მომხმარებლებს შორის კონტაქტის დამყარებას.
    6. ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
    7. საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.
    8. საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.
    9. საიტით სარგებლობის უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.
  3. განცხადების განთავსება
    1. მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
    2. მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაქირავებელ ავტომობილზე, მისი ამსახველი ფოტოების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ განცხადებაში განთავსებული ავტომობილის. აკრძალულია განსხვავებული ავტომობილის ფოტოების ატვირტვა (მათ შორის, ატვირთული ფოტოზე არ უნდა იყოს: არანაირი ლოგო, ან რაიმე შინაარსის ტექსტი).
    3. განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული ავტომობილის გაქირავების უფლება, ან მოპოვებული აქვს შესაბამისი თანხმობა.
    4. საიტზე განცხადების დამატება არის უფასო.
    5. განცხადება არ უნდა:
      1. იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
      2. ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
      3. შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.
      4. ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.
      5. შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
      6. შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
      7. შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
      8. მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
      9. უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
      10. შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
      11. არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
    6. საიტზე მომხმარებლის პროფილის ან განცხადების დაბლოკვის შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს.
    7. საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.
  4. ჩვენი უფლებები და მოვალეობები
    1. ჩვენ არ ვართ არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ ვართ პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
    2. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
    3. ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე 3.5. პუნქტის დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის პროფილი დაიბლოკება.
    4. ჩვენ უფლება გვაქვს დადებულ განცხადებას გავუწიოთ მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.
    5. ჩვენ გვაქვს უფლება, ნებისმიერი განცხადება ამოვიღოთ საიტიდან, წინსწარი გაფრთხილების გარეშე.
    6. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.
    7. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
    8. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘წესები და პირობების’ განყოფილებაში.
  5. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
    1. მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამა (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება.
    2. მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.
    3. თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, ჩვენგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს კომპანია (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.
    4. მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება მიმართვიდან 30 კალენდარული დღის ვადაშ. კომპანია დააბრუნებს თანხის 75%-ს. 25% დააკავებს პირგასამტეხლოს სახით.
    5. მომხმარებელს შუძლია მოითხოვოს ინფორმაცია თავის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე.
    6. მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს მცდარი ან არასრული ინფორმაციის შესწორება.
    7. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან წაშლა.

განახლების თარიღი: 2025 წლის 5 მარტი